ჰაკერების ჯგუფი, რომლებიც საკუთარ თავს "Lulz Security"-ს უწოდებენ, ამტკიცებს, რომ მოახერხეს "სონის" სათამაშო ქსელის გატეხა და მილიონამდე ანგარიშის, ელექტრონული ფოსტის და სხვა პირადი ინფორმაციის მოპარვა.
ჰაკერების განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯგუფის წევრებმა შეაღწიეს სერვერებზე, რომელზედაც მუშაობს ვებგვერდი SonyPictures.com.
კომპანია "სონიმ" განაცხადა რომ მისთვის ცნობილია ჰაკერების განცხადება და ამჟამად აწარმოებს შიდა გამოძიებას.
აპრილში ჰაკერებმა შეაღწიეს "Sony PlayStation"-ის სათამაშო ქსელში და 77 მილიონი ანგარიშის პაროლი მოიპარეს.
ეს კიბერთავდასხმა მიიჩნეოდა ყველაზე მნიშვნელოვნად ინტერნეტის ისტორიაში, საბოლოოდ კომპანია იძულებული გახდა, ერთი თვით დაეხურა ქსელი და სხვადასხვა ინტერნეტსერვისი.
Lulz Security აცხადებს, რომ მოახერხეს მონაცემთა ბაზის დაცვის გატეხა და მიიღეს "სონის" მომხმარებლების არაკოდირებული პირადი ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ ამავე ჯგუფმა აიღო პასუხისმგებლობა რადიოგადამცემი კორპორაციის "პი ბი ეს"-ის ვებგვერდის გატეხაზე.