ბათუმის ბიუჯეტი 1.785.6 ათასი ლარით გაიზარდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ნამატი ფინანსური სახსრები ძირითადად სოციალური დაცვის, კულტურის პროგრამების, კომუნალური ინფარსტრუქტურისა და დასვენების ობიექტების რეაბილიტაციისკენ მიიმართება.
ქალაქის მერია ლიფტების შესაკეთებლად გამოყოფილი თანხის ოდენობასაც ზრდის.
ცვლილების შედეგად, საბინაო ამხანაგობა სამუშაოების ღირებულების 10 პროცენტის ნაცვლად 3 პროცენტს გადაიხდის.