ტუნისში 120 მიგრანტის ცხედარი იპოვნეს. ცხედრები ტუნისის სანაპიროსთან აღმოაჩინეს. ისინი იმ გემზე იმყოფებოდნენ, რომელიც გუშინ ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირა. დაკარგულად მიიჩნევა კიდევ 150 ადამიანი. ტუნისის სანაპიროს დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა 570 მიგრანტის გადარჩენა შეძლეს. გავრცელებულ ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ გემზე.
აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ აფრიკის როგ ქვეყნებში მომხდარი რევოლუციის შემდეგ ევროპაში ათობით ათასი დევნილი დაიძრა, მათი უმეტესობა ტუნისელები არიან. გაეროს მონაცემებით, მარტის ბოლოდან ხმელთაშუა ზღვაში დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა დაახოებით 800 ადამიანი.