ერაყის ქალაქ ტიკრიტში, ერთ-ერთ მეჩეთზე ტერორისტებმა თავდასხმა განახორციელეს. როგორც დასავლური მედიასაშუალებები იუწყებიან, ტერაქტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 61 დაიჭრა.
როგორც ტიკრიტის ხელმძღვანელობამ განაცხადა, დაშავებულები მძიმე დაზიანებებით ქალაქის კლინიკებში არიან გადაყვანილნი. აღნიშნული მეჩეთი სასახლის ნაწილია, რომელიც ერაყის ყოფილმა პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა თავისთვის აიშენა.