"სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერის, ნინო ბურჯანძის მტკიცებით, ბორჯომის პოლიციის უფროსი მამუკა ხვედელიძე სახალხო კრების მხარდამჭერებს აშანტაჟებს. მისი თქმით, ხვედელიძე სახალხო კრების ერთ-ერთ მხარდამჭერს ემუქრება, რომ მის სახლში იარაღის არსენალს აღმოაჩენს.
"თუ იცის ეს ხვედელიძემ, აქამდე რატომ არ ჩაატარა შესაბამისი ღონისძიება და რატომ არ არის ამოღებული ის არსენალი, რომელზედაც საუბრობს. თუ სახალხო კრების რომელიმე მხარდამჭერის სახლში ან ოფისში აღმოჩენილი იქნა იარაღი, ეს იქნება ხელისუფლების მხრიდან პროვოკაცია და პასუხისმგებლობაც შესაბამისად მათ ეკისრებათ", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი მტკიცებით, ეს კიდევ ერთი ხერხია ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციისა. მისი მტკიცებით, სახალხო კრება და მისი მხარდამჭერები არ არიან შეიარაღებულნი, რადგან ისინი მშვიდობიანი გზით იბრძვიან ხელისუფლების წინააღმდეგ.