ჟურნალისტებს 26 მაისის აქციის დაშლის დროს წართმეული და დამტვრეული აპარატურის ზარალი აუნაზღაურდებათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიამ განუცხადა.
მისი თქმით, აპარატურის დაზიანების ან დაკარგვის ფაქტი შესაბამისი პროცედურების გავლით ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.
"ყველა ქვეყანაში შესაბამის პროცედურების გავლაა საჭირო. აუცილებელია დადგინდეს, იყო თუ არა ის ჟურნალისტი აქციაზე და აპარატურა ნამდვილად ჰქონდა თუ არა. ამის შემდეგ შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ, რომელიც გამოიძიებს და ან აპარატურის დაბრუნება მოხდება, ან მისი ანაზღაურება", - განმარტავს თორდია.
მისი თქმით, თუ ჟურნალისტი საგამოძიებო ორგანის მიერ მიღებული გადაწვეტილებით უკმაყოფილო იქნება, შეუძლია სასამართლოს მიმართოს.