საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუგზარ წიკლაური რევოლუციური პარტიების მარცხსა და რუსეთის მიერ დაგეგმილ ტერაქტს შორის პირდაპირ კავშირს ვერ ხედავს.
"ტერაქტებს საქართველოში რუსეთის ხელისუფლება აწყობს უკვე დიდი ხანია. ვიცით, რომ მრავალი ტერაქტი არის აღკვეთილი ქართველი სამართალდამცველების მხრიდან. ამიტომ პირდაპირ არ დაუკავშირებდი იმ კატასტროფულ მარცხს, რომელიც რევოლუციურმა პარტიებმა განიცადეს მაისის ბოლოს ახალი ტერაქტს მცდელობებს", - აღნიშნა წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთიდან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილი ტერაქტის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა თამილა ბენია და აბესალომ ჩხეტია საოკუპაციო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ დააკავეს. სპეცოპერაცია ცაისში ჩატარდა და იქვე მოხდა ასაფეთქებელი ნივთიერების, ჰეგსოგენის გაუვნებელყოფა, რომელიც დაკავებულებმა ხელჩანთით გადმოიტანეს.