რუსეთი დაეხმარება აფხაზეთს განვითარების პრობლემების გადაწყვეტაში და ფეხზე დადგომაში. ეს განცხადება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა სოხუმში ე.წ. პრეზიდენრის მოვალეობის შემსრულებელთან ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრისას გააკეთა.
"დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზი ხალხი თავს უსაფრთხოდ იგრძნობს და იგი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ რუსეთი, როგორც უახლოესი მოკავშირე და ერთგული მეგობარი აფხაზი ხალხის გვერდით იქნება და დაეხმარება მას ყველა პრობლემის გადაწყვეტაში და ფეხზე დადგომაში. ჩვენი ერთოვბლივი გეგმების რეალიზება აუცილებლად მოხდება", _ განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ "აფხაზეთის აღდგენის ტემპები არ უნდა შენელდეს".