დღეს, 3 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი სომხეთს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში მაჭავარიანი ქალაქ იჯევანში სომხეთის ეროვნული კრების ვიცე-სპიკერ სამველ ბალასანიანს შეხვდება, რომელსაც ასევე პარლამენტის წევრი ზაზა გამცემლიძე დაესწრება.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათისაა და მხარეები მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრებენ.
შეგახსენებთ, რომ სამველ ბალასანიანი საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია.