აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად, სააქციო საზოგადოება „ბაგრატიონი 1882"-ს სტუმრობდა. კომპანია ცქრიალა ღვინის მწარმოებელი პირველი სპეციალიზებული საწარმოა საქართველოში, სადაც 200-მდე ადამიანია დასაქმებული.
შეთანხმების თანახმად, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები ზაფხულის განმავლობაში სასწავლო პრაქტიკას საწარმოში გაივლიან, რის შემდეგაც წარმატებულებს კომპანიის ხელმძღვანელობა დაასაქმებს.