რამდენიმე საათის წინ რუსეთში იარაღის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. ვოლგის რეგიონის საგანგებო სიტუაციათა ცენტრის ინფორმაციით, შენობაში 10 ათასი ვაგონი სამხედრო მასალა ინახება, მათ შორის იოლად ფეთქებადი ჭურვები და ტყვიები.
მიმდებარე ტერიტორიებზე ძირითადად დასასვენებელი კოტეჯებია განთავსებული, საიდანაც შესაბამისმა სამსახურებმა ადამიანთა ევაკუაცია უკვე მოახდინეს. წინასწარი ინფორმაციით, არსებობს სამი დაშავებული, რომელთაგან ერთ-ერთი ბავშვია.
ადგილზე ცეცხლის ლოკალიზებას 300-მდე მეხანძრე ცდილობს.