კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ დედოფლისწყაროს საავადმყოფოდან 14 წლის მოზარდი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. ექიმებმა მას ბოტულიზმის დიაგნოზი დაუსვეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს დედოფლისწყაროს საავადმყოფოში განუცხადეს, ბავშვმა ჯერ დაკონსერვებული კიტრი შეჭამა, მერე კი შებოლილი თევზი, რის შემდეგაც თავი შეუძლოდ იგრძნო. ბავშვი ადგილობრივ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით მიიყვანეს.