დღეს, 3 ივნისს, პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2012 წლის ბიუჯეტის დადგენილების პროექტს დაამტკიცებენ.
პროექტის თანხმად, 2012 წელს საქართველოს პარლამენტის დაფინანსება არ იზრდება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან კვლავ 33 900 700 ლარი გამოიყოფა.
მიმდინარე წელს პარლამენტის ხარჯები 27 162.5 ლარი იყო, რაც უცვლელად გადადის მომავალი წლის პარლამენტის ბიუჯეტშიც, აქედან შრომით ანაზღაურებაზე კვლავ 16, 648.5 ათასი ლარი იქნება მიმართული.
თუმცა პარლამენტის 2012 წლის ბიუჯეტში გაზრდილია საქონლისა და მომსახურების მუხლში გათვალისწინებული თანხა და მისი ოდენობა 10, 055.0 ათას ლარით განისაზღვრება, ხოლო მიმდინარე წელს აღნიშნული მუხლში 9,981.0 ათას ლარი იყო გათვალისწინებული.
პარლამენტის გრანტები მომავალ წელს 4 მილიონი ლარით მცირდება, კერძოდ: თუ წელს მისი ოდენობა 44.0 ათასი ლარი იყო, 2012 წელს შეადგენს 40.0 ათასი ლარს. ხოლო სოციალური უზრუნველყოფისთვის თანხა 200.0 ათასი ლარიდან მომავალი წლისთვის 250.0 ათას ლარამდე იზრდება. თუმცა, საგრძნობლად მცირდება სხვა ხარჯები - წელს 289.0 ათასი ლარია გათვალსიწინებული, მომავალი წლისთვის კი მხოლოდ 169.0 ათასი ლარის გათვალსიწინება იგეგმება.
ამასთან, არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლში თანხა იგივე რჩება და 6, 738.2 ათას ლარს შეადგენს.
დადგენილება პარლამენტის 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.
საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტის საპროგნოზო პარამეტრები 2013-15 წლებში შემდეგია: 2013 - 35,595,8 ათასი ლარი, 2014 - 37,375,6 ათასი ლარი და 2015 წელი - 392,444,0 ათასი ლარი.