დღეს, 3 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" სასათბურე მეურნეობის განვითარების შესახებ მგვალი მაგიდა გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობენ ქართული სასათბურე მეურნეობების წარმომადგენლები, აგროინვესტი (სასათბურე მეურნეობის სამშენებლო კომპანია), EPI-ს საერთაშორისო ექსპერტები, ბოსტნეულით მოვაჭრე კომპანიები და ადგილობრივი ბანკები.
მრგვალი მაგიდის მიზანია გააცნოს დაინტერესებულ მხარეებს სასათბურე მეურნეობების მოწყობის ტექნიკური ასპექტები, წარმოადგინოს საუკეთესო პრაქტიკა და შესაძლებლობა მოხდეს იმპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ჩანაცვლება ადგილობრივით.
შეხვედრას აგრეთვე დაესწრებიან საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.