დღეს, 3 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს ავტორთა საზოგადოების ხელმძღვანელი საკაბელო ტელევიზიების (Silk Net, Global TV, Super TV-სა სხვა) ხელმძღვანელებს შეხვდება. შეხვედრა შეეხება საკაბელო ტელევიზიებისთვის საავტორო უფლებებით სარგებლობის ახალი ტარიფების დაწესებას.
შეხვედრაზე გაიმართება პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც გულისხმობს სატარიფო პოლიტიკის რეფორმირებას, არსებული რეალობის გათვალისწინებით ტელევიზიებისთვის საავტორო უფლებების გამოყენების ტარიფების დაწევას და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
შეხვედრაზე იმსჯელებენ ავტორთა საზოგადოების მიერ საკაბელო ტელევიზიების მიმართ აღძრული სასამართლო დავების დარეგულირებისა და მათი გადაწყვეტის გზებზე.
შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს საკაბელო ტელევიზიების ხელმძღვანელები. პროგრამის პრეზენტაციას გამართავენ საქართველოს ავტორთა საზოგადოების თავმჯდომარე გიგა კობალაძე, საზოგადოების გამგეობის წევრები ალექსანრდე ვაშაკიძე და მირიან კულულაშვილი.
შეხვედრა გაიმართება ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტის" შენობაში - მისამართი: რუსთაველის გამზ. #30.