ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენჟამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ღაზას სექტორთან მიმართებაში თავშეკავებულად იმოქმედებს, მაგრამ საკუთარ საზღვრებს დაიცავს.
"ვერ შევეგუებით იმას, რომ საკუთარი საზღვრები არ დავიცვათ. თუ პალესტინელები მოინდომებენ ისრაელში უკანონოდ შემოსვლას, მათ წინააღმდეგ ვიმოქმედებთ თავშეკავებულად", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ისრაელს, როგორც ყველა სახელმწიფოს, აქვს უფლება და მოვალეობა, რომ დაიცვას საკუთარი საზღვრები.