ლატვიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ანდრის ბერზინშიმა გაიმარჯვა. ლატვიაში პრეზიდენტს სეიმი ირჩევს. ბერზინშიმა არჩევნებში 100-იდან 53 ხმა მიიღო. მან არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი დაამარცხა.
66 წლის ბერზინშიმა პოლიტიკაში წასვლამდე ბანკირი იყო. ის "მწვანეთა და ფერმერთა" პარტიის ლიდერია.
არჩევნების პირველ ტურზე არც ერთ მათგანს დეპუტატთა ხმების უმრავლესობა არ მიუღია.
სეიმის ხუთიდან სამმა ფრაქციამ განაცხადა, რომ მათ წევრებს საკუთარი პოზიციის ინდივიდუალურად გამოხატვის საშუალება ექნებათ და ფრაქცია ერთიანად არ დაუჭერს მხარს ერთ ან მეორე კანდიდატს.
პირველ ტურში ზალტერს 43 დეპუტატმა, ბერზინშს კი 50-მა დაუჭირა მხარი, გასამარჯვებულად კი სულ მცირე, 51 ხმაა საჭირო.