"აფხაზეთი პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო საშუალებას იყენებს იმისათვის, რომ საერთაშორისო პოლიტიკურ ფორუმებს მიაწვდინონ ხმა, მაგრამ მას ამ საკითხში ხელს უშლიან ევროკავშირის ქვეყნები და აშშ", - ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ ტელეარხ "RT"- სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"ჩვენი ლობისტური კამპანიების დროს ლათინურ ამერიკაში, ცენტრალურ ამერიკაში, წყნარი ოკეანის რეგიონში, შუააზიაში - სადაც არ უნდა მიგვემართა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესათანხმებლად და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად ამერიკა ყოველთვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო ამ სახელმწიფოების მთავრობების მიერ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარებისა", _ აცხადებს ღვინჯია და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო მასშტაბით აფხაზეთს ეღობება არა იმდენად ქართული, არამედ ამერიკული დიპლომატია, რაც ღვინჯიას თქმით, მას ძალიან უკვირს.
"ყოველივე ეს ძალიან მიკვირს, ისეთი დიდი ქვეყანა, როგორც ამერიკაა, რატომ ეღობება წინ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას," _ აცხადებს ღვინჯია.