თბილისის ზღვაზე 14 წლის გოგონა დაიხრჩო. მოზარდის ცხედარი წყლიდან რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი თბილისის ზღვაზე ასევე 14 წლის მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა და სანაპიროზე სეირნობდა, როცა ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა.
წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად მას გული გაუსკდა.
მაშველების განცხადებით, უბედური შემთხვევა იმ ადგილას მოხდა, სადაც ბანაობა აკრძალულია.
დაღუპულის ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ.