ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, აშშ-ის ბირთვული არსენალი რუსეთის ბირთვულ არსენალს აღემატება.
მონაცემები ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის ბირთვული იარაღის რაოდენობაზე მიღებულ იქნა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ მოლაპარაკების საფუძველზე.
ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს 882 ერთეული საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა - განლაგებული სახმელეთო და საზღვაო ბაზებზე ასევე დამონტაჟებული მძიმე ბომბდამშენებზე. რუსეთი კი 521 ერთეულს ფლობს.
ამასთანავე, ამერიკის შეერთებულ შტატების მფლობელობაშია 1800 ქობინი, რომლებიც განლაგებულია სხვადასხვა ბალისტიკურ რაკეტაზე. რუსეთის ბირთვული შეიარაღება კი 1537 ქობინს ფლობს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ მორიგეობს და რეზერვშია 1124 ბირთვული იარაღის გადამზიდი, რუსეთში- 865.
ეს მონაცემები ასახავენ ამერიკისა და რუსეთის შეიარაღებას 2011 წლის 5 თებერვლის მიხედვით. მოლაპარაკების მიხედვით სტრატეგიული იარაღის შემცირებაზე მხარეებს ერთმანეთისთვის ინფორმაცია უნდა გაემხილათ კონტრაქტის ძალაში შესვლიდან 45 დღის განმავლობაში.
ახალი კონტრაქტი სტრატეგიული იარაღის შემცირების შესახებ ძალაში შევიდა 2011 წლის 5 თებერვალს. კონტრაქტის მიხედვით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა ბირთვული იარაღის რაოდენობა უნდა შემცირდეს 1550 განთავსებულ ერთეულამდე და 700 დიცლოცირებულ ბირთვულ გადამზიდამდე.
აქედან ქამომდინარე ბირთვული იარაღის რაოდენობის შემცირება მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწევს.