ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო მოსაზრება, სადაც მათ Gmail-ის ელექტრონული ფოსტების გატეხაში ადანაშაულებენ.
კომპანია Google-ს პირდაპირ არ დაუდანაშაულებია ჩინეთის ხელისუფლება, თუმცა განაცხადა, რომ ჰაკერების თავდასხმა შანდუნის პროვინციის ქალაქ ცზინანიდან განხორციელდა.
ჰაკერებმა ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი პოლიტიკური ეშელონების წარმომადგენლების, სამხედროების, ჟურნალისტების, ჩინელი პოლიტიკური ლიდერების და სხვადასხვა აზიის ქვეყნების ოფიციალური პირების ელექტრონული ფოსტები გატეხეს.