სირიის ქალაქი რასტანი სამთავრობო ძალებმა დაბომბეს. დაბომბვას 15 ადამიანი ემსხვერპლა. პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ძალები რასტანში სამხედრო ოპერაციებს 27 მაისის შემდეგ აწარმოებს.
სირიაში არეულობა რამდენიმე თვეა გრძელდება. არეულობა საპროტესტო აქციებს მოჰყვა. ათიათასობით დემონსტრანტი პრეზიდენტის გადაყენებასა და საგანგებო რეჟიმის მოხსნას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ განხორციელებულ თავდასხმებს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა. დაკავებულია რამდენიმე ასეული ადამიანი.