მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს ამაღლებას ზეიმობს. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ ღვთისმსახურება საბურთალოზე, ამაღლების ტაძარში ჩაატარა.
"თუ ადამიანს არ გააჩნია სიყვარული, მას სიხარული არასდროს ექნება. მის გულში იქნება ბოღმა, შური, მტრობა. უნდა ვიცოდეთ, რომ ბოროტება ავნებს უპირველეს ყოვლისა ადამიანს, რომელიც ბოროტებას აკეთებს", - იქადაგა პატრიარქმა.
მოძრავი დღესასწაული აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა.