ხმელთაშუა ზღვაში გემი ჩაიძირა, რომელსაც დევნილები გადაჰყავდა, შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულად 270 ადამიანი ითვლება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ტუნისის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე "ტარ"-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტუნისის სანაპიროს დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა 570 მიგრანტის გადარჩენა შეძლეს დანარჩენის ბედი კი (სხვა და სხვა მონაცემებით მათი რაოდენობა 200 დან 270 ადამიანს შეადგენს) უცნობია. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ალბათ ყველა ეს ადამიანი დაიხრჩო.
გავრცელებულ ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ გემზე.
აღსანიშნავია, რომ ჩრდიკლოეთ აფრიკის როგ ქვეყნებში მომხდარი რევოლუციის შემდეგ ევროპაში ათობით ათასი დევნილი დაიძრა, მათი უმეტესობა ტუნისელები არიან. გაეროს მონაცემებით, მარტის ბოლოდან ხმელთაშუა ზღვაში დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა დაახოებით 800 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები