ოპოზიციის ნაწილი რეალობიდან ისევეა აცდენილი, როგორც ზოგიერთი რუსი ჟურნალისტი, რომელიც თბილისისა და ტაჰრირის მოედანს ერთმანეთისგან ვერ არჩევს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა ოპოზიციის მიერ გაროში საქართველოს ელჩის მუშაობის უარყოფითად შეფასების გამოხმაურებისას აღნიშნა.
"ამ ოპოზიციას, რომელიც რაღაცეებს ხაზს უსვამს ისევე ახასიათებს აცდენა რეალობიდან, დიპლომატიური საქმიანობის სპეციფიკიდან, საერთაშორისო სისტემის აღქმიდან, როგორც ზოგიერთ რუსს ჟურნალისტს, რომელსაც ვერ გაურჩევია თბილისის მოედანი ტაჰრირის მოედნისაგან და ცხინვალი პრიშტინასაგან", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისვე შეფასებით, სამუშაო საერთაშორისო დონეზე კიდევ ბერია, თუმცა გაეროში საქართველოს ელჩი ძალიან ბერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნებს რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ საქართველოს შესახებ რუსეთის გამოისობით საერთაშორისო სამართლიდან არ გადაუხვიონ.
"ბევრია ისეთ ქვეყანა, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს სად არის საქართველო და მხოლოდ ნავთი აინტერესებს, ან ნავთის ფული, ამიტომ მიმდინარეობს ასეთ ქვეყნებთან ინტენსიური მუშაობა, რომ საერთაშორისო სამართლიდან მათი გადაცდნენ ვერ შესძლონ", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები კარზეა მომდგარი, რისთვისაც კრემლს საკმაოდ დიდი ფული სჭირდება, ოფიციალურ მოსკოვს ჯერჯერობით აქვს იმდენი ფული, რომ საქართველოს "პატარა პწკენები მიაყენოს".
"მათ ჯერჯერობით აქვთ ნავთობიდან მიღებული ცხელი ფული ასეთის პატარა ბრწკნებისთვის. ასევე მათ ფული აქვთ იმისთვისაც, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია დაგეგმონ. თუმცა უნდა მოხვდნენ, რომ ახლა უფრო ძვირი დაუჯდება დესტაბილიზაციის დაგეგმა ვიდრე აქმედე, რადგან ბურჯანაძემ იმედები ვერ გაუმართლათ", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.