საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რის საფუძველზეც საქართველოს საპატრიარქოს გადაეცემა შემდეგი უძრავი ქონება:
"ეკლესიისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის მიზნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონაში სახელმწიფო 6291 კვ. მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 35 კვ. მ. შენობა-ნაგებობა;
"საეპისკოპოსო რეზიდენციის განთავსების მიზნით ქ. გარდაბანში 17 035 მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 687 კვ. მ. შენობა-ნაგებობა.
საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისია შეიქმნა 2010 წლის 23 თებერვალს.
კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე და კომისიის შემადგენლობაში შედიან მთავრობის, საპატრიარქოს, პარლამენტისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები.