"ალტერნატიული აუდიტის" ფარგლებში, შემმოწმებელ კომპანიას შემოსავლების სამსახური შეამოწმებს.
როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ განაცხადა, ის აუდიტორული, თუ საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა გადამხდელებს შეამოწმებენ, შემოსავლების სამსახურიდანაც გაკონტროლდებიან, თუ რამდენად იცავენ აუდიტორული კომპანიები შემოწმების სტანდარტებს.
"შემოსავლების სამსახური შერჩევით მოახდენს აუდიტორული კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოს შემოწმებას. შემოწმებული იქნება თუ რამდენად ხდება იმ მეთოდოლოგიის პრინციპების დაცვა, რაზეც ვართ შეთანხმებულნი. თუმცა თუ დავინახავ, რომ გარკვეული კომპანიები ამ პრინციპებს არღვევენ, გააჩნია დარღვევის სიმძიმეს, ან მათ აეკრძალებთ საგადასახადო შემოწმება და ამოვარდებიან ჩვენი სიიდან, ან მიეცემათ გაფრთხილება და დაევალებათ ხარვეზის გამოსწორება"- განაცხადა ჯაბა ებანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ აუდიტორულმა კომპანიებმა, შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით, კერძო სექტორის საგადასახადო შემოწმება დაიწყეს.
პილოტურ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის მიერ შერჩეულია 12 საკონსულტაციო/აუდიტორული კოპანია, რომლებიც 12 გადამხდელს შეამოწმებენ. შემოსავლების სამსახურის მხრიდან გამოვლენილია აუდიტორიული და საკონსტულტაციო კომანიები: GDC Solutions, კაპტო ჯგუფი, MGI მედიატორი, ფინანსური მართვის ჯგუფი, საგადასახადო აუდიტორიული ბიურო "საბი", საკონსულტაციო კომპანია გვაზავა და პარტნიორები, აუდიტორული კომპანია "მრჩეველი",BAKER TILLY GEORGIA, საქართველოს აუდიტორიული და საკონსულტაციო კომპანია, BDO GEORGIA, PKF GEORGIA და კონსაუდი.
პილოტ პროექტში ჩართული ორგანიზაციებია: შპს "ორიონ გრუპი", შპს "დიოლერ ჯორჯია", შპს "რენა 2008", შპს "ირაკლი - 2007", შპს "მინა", შპს "გომის სპირიტის და არაყის კომპანია", შპს "სმაილი 2010", შპს "ჯი-მარტი", შპს "იმედი - 7", შპს "ჰიზმეთლერი ინშაათის საქართველოს წარმომადგენლობა", შპს "არჯენი" და შპს "ევროტექნიკს ჯორჯია"