აუდიტორულმა კომპანიებმა, შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით, კერძო სექტორის საგადასახადო შემოწმება დაიწყეს
აუდიტორულმა კომპანიებმა, შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით, კერძო სექტორის საგადასახადო შემოწმება დაიწყეს.
პილოტურ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის მიერ შერჩეულია 12 საკონსულტაციო/აუდიტორული კოპანია, რომლებიც 12 გადამხდელს შეამოწმებენ.
შემოსავლების უფროსი ამბობს, რომ ალტერნატიული აუდიტის პროექტში წლის ბოლომდე აუდიტორული, თუ საკონსულტაციო 25 კომპანია ჩართვება.
"ალტერნატიული აუდიტი არის შემოსავლების სამსახურის რეფორმის ნაწილი. სწორედ რეფორმის შედეგად მივაღწევთ იმას, რომ გადამხდელებს შეამოწმებს კერძო აუდიტორული თუ საკონსულტაციო კომპანიები. შემოსავლების სამსახურმა პროექტი დაიწყო შერჩეულია 12 კომპანია, მათ შორის 5 აუდიტორული და 7 საკონსულტაციო კომპანია და შესაბამისად მათ მიერ შემოწმებული იქნება 12 გადამხდელი. ეტაპობრივად ჩამოყალიბდება ის მეთოდოლოგია პილოტის რეჟიმის წლის ბოლომდე გაგრძელდება და 2011 წლის ბოლომდე დაახლოებით 25 კომპანიამდე გაიზრდება. ხოლო მომავალი წლიდან დავიწყებთ უკვე სრულმასშტაბიან ალტერნატიულ აუდიტს"- განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ.
შემოსავლების სამსახურის აუდიტორული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გიორგი არეშიძე ამბობს, რომ აუდიტორული თუ საკონსულტაციო კომპანიების შერჩევა მოხდა, მათი რეპუტაციის, გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით, ხოლო ორგანიზაციებმა აუდიტორული კომპანიების მხრიდან, მათი შემოწმების სურვილი თავად გამოთქვეს.
"პროექტი პილოტურ რეჟიმში მიმდინარეობს და ის მომგებიანია სამი მიმართულებით: ჩვენთვის როგორც შემოსავლების სამსახურისათვის მნიშვნელოვანია რესურსის დაზოგვა, საკონსულტაციო თუ აუდიტორული კომპანიებისათვის ახალი ნიშა და ახალი ბაზარი, ხოლო კომპანიებისათვის, დიდი პლუსი არის ის, რომ ჯარიმებისაგან თავისუფლდებიან და აუდიტორული კომპანიის მიერ შემოწმების პერიოდი მათ ეთვლებათ საგადასახადო შემოწმებად", - აცხადებს გიორგი არეშიძე.
შემოსავლების სამსახურში უკვე შექმნილია ორი კომისია, საიდანაც ერთ-ერთი შემოწმების მეთოდოლოგიაზე მუშაობს, ხოლო მეორე კომისია საგადასახადო კოდექსის კეისებად გაწერაზე მუშაობს. გიორგი არეშიძის თქმით, შემოსავლების სამსახური მუშაობს ასევე აუდიტორული კომპანიების შერჩევის კრიტერიუმებზე.
რაც შეეხება აუდიტორული კომპანიების მხრიდან გაწეული მომსახურების ტარიფებს კონრეტული ციფრები ამ დროისათვის უცნობია. შემოსავლების სამსახური ამბობს, რომ საბაზრო პოლიტიკაში არტ ერევა, ხოლო აუდიტორული კომპანიები აცხადებენ, რომ ტარიფი თავად შესამოწმებელი კომპანიის სიდიდეზეა დამოკიდებული.
"სახელმწიფო არანაირად არ ერევა საბაზრო პოლიტიკაში და ტარიფებზე თავად გადამხდელი და საკონსულტაციო თუ აუდიტორული კომპანია ერთმანეთთან საუბრობს და შეთანხმების შემთხვევაში აფორმებენ კონტრაქტს", - განაცხადა გიორგი არეშიძემ.
"რაც შეეხება ტარიფებს, რაც დღემდე გვქონდა ის ტარიფები რჩება, თუმცა კონკრეტული ტარიფების თქმა რთულია, რადგან ის კომპანიის მოცულობაზე და შემოწმების სირთულეზეა დამოკიდებული. კონკრეტული ტარიფის თქმა გამიჭირდება, რადგანაც თუ არის რომელიმე მსხვილი კომპანია მისი აუდიტი შესაძლოა რამდენიმე ათეული ათასი დაჯდეს, ხოლო წვრილი უფრო ნაკლები. დღეს საგადასახადო შემოწმება ჯდება 30 ათასი ლარი და აუდიტორის მიერ განხორციელებული შემოწმება შესაძლოა ამ თანხაზე გაცილებით ნაკლები ან მეტი დაჯდეს. საგადასახადო ორგანოს შემოწმების ტარიფი ბრუნვაზე მიბმული და ჩვენ კიდე ბრუნვაზე დამოკიდებული არ ვართ", - განაცხადა აუდიტორული კომპანია BDO GEORGIA-ს ხელმძღვანელმა ზურაბ ლალაზაშვილმა.
ბიზნესი ამბობს, რომ მათI აუდიტორის მხრიდან შემოწმება მისაღებია.
"თავიდან არჩევანის წინაშე დავდექით, თუმცა საბოლოოდ საგადასახადო შემოწმების ჩასატარებლად აუდიტორული კომპანია ავირჩიეთ და მათთან შეთანხმება დავდეთ. წესიერი გადამხდელი დაინტერესებულია, რომ ის თანხა რომელიც ბიუჯეტისაა გადაიხადოოს, რაშიც მას აუდიტორული კომპანიები დაეხმარებიან", - განაცხადა "სმაილის" ფინანსურმა მენეჯერმა ბიჭიკო ოტიაშვილმა.
შემოსავლების სამსახურის მხრიდან უკვე გამოვლენილია აუდიტორიული და საკონსტულტაციო კომანიები: GDC Solutions, კაპტო ჯგუფი, MGI მედიატორი, ფინანსური მართვის ჯგუფი, საგადასახადო აუდიტორიული ბიურო "საბი", საკონსულტაციო კომპანია გვაზავა და პარტნიორები, აუდიტორული კომპანია "მრჩეველი",BAKER TILLY GEORGIA, საქართველოს აუდიტორიული და საკონსულტაციო კომპანია, BDO GEORGIA, PKF GEORGIA და კონსაუდი.
პილოტ პროექტში ჩართული ორგანიზაციებია: შპს "ორიონ გრუპი", შპს "დიოლერ ჯორჯია", შპს "რენა 2008", შპს "ირაკლი - 2007", შპს "მინა", შპს "გომის სპირიტის და არაყის კომპანია", შპს "სმაილი 2010", შპს "ჯი-მარტი", შპს "იმედი - 7", შპს "ჰიზმეთლერი ინშაათის საქართველოს წარმომადგენლობა", შპს "არჯენი" და შპს "ევროტექნიკს ჯორჯია"