რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი სოხუმში სერგეი ბაღაფშთან გამოსამშვიდობებლად ჩავიდა. ვლადიმერ პუტინი აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერის სერგეი ბაღაფშის დაკრძალვას დაეწსრება და ამის შემდეგ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრე ანქვაბს და ე.წ. პრემიერ მინისტრს სერგეი შამბას შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ სოხუმის ფილარმონიაში სერგეი ბაღაფშის მოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ამის შემდეგ, მოსკოვის დროით 13:00 საათზე სერგეი ბაღაფშის კუბოს, საპატიო ყარაულის თანხლებით, სოხუმის სანაპიროზე, ქუჩებში გაატარებენ. სამგლოვიარო პროცესია "წითელ ხიდამდე" ფეხით მივა. ამის შემდეგ მას ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯგერდაში წაასვენებენ სადაც დაკრძალვის ცერემონიალი გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ სერგეი ბაღაფში 29 მაისს მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.