ისტორიულ ჰერეთში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია ამოქმედდა. უძველესი ტაძარი სოფელ ალიბეგლოში დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა აკურთა.
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან ერთად კახის რაიონში უკვე მეორე მოქმედი ტაძარია. მეუფის განცხადებით, ეს ისტორიული მოვლენაა, რადგან საუკუნეზე მეტია ჰერეთში ორი მოქმედი სამლოცველო არ ყოფილა. ადგილობრივ მრევლთან ერთად ტაძრის კურთხევას ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები ესწრებოდნენ. აზერბაიჯანში იმყოფებოდნენ ილიას სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებიც.