თეთრმა სახლმა განახცადა რომ მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება რომ ამერიკის სამთავრობო ორგანიზაციების ელექტრონული ფოსტები გატეხეს .
ჰაკერებმა Gmail-ის ფოსტის გასატეხად გამოიყენეს მომხმარებლის მოტყუების მეთოდი "spear phishing" , ამ მეთოდით მომხმარებელი თავის ელექტრონულ მისამართს და პაროლს ვებ ვერდზე რომელიც ძალიან გავს Gmail-ის ფოსტას, მაგრამ რეალურად გვერდი ყალბია.
მისამართისა და პაროლის გაგების შემდეგ ჰაკერებმა ინფორმაცია მათ მიერ შექმნილ სპეციალურ მისამართებზე გადააგზავნეს.
BBC-ის კორესპონდენტი ვაშინგტონში ადამ ბრუკსი აღნიშნავს რომ პრაქტიკულად შეუძლებელია განსაზღვრა იმისა თუ ვინ დგას Gmail-ის გატეხვის უკან, კერძო პირები თუ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციები.
ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტია რომ დაზარალებული პირები ფლობდნენ საიდუმლო ინფორმაციას რაც გვაძლევს ვარაუდს რომ საქმე კიბერშპიონაჟთან გავქვს.
შეგახსენებთ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი პოლიტიკური ეშელონების წარმომადგენლების, სამხედროების, ჟურნალისტების, ჩინელი პოლიტიკური ლიდერების და სხვადასხვა აზიის ქვეყნების ოფიციალური პირების ელექტრონული პოსტები გატეხეს. კიბერთავდასხმა განხორციელდა შანდუნის პროვინციის ქალაქ ცზინანიდან.
აღსანიშნავია რომ გუშინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ამუშავებს პროექტს რომლის მიხედვითაც კიბერთავდასხმა განხილული იქნება როგორც აგრესიის აქტი. იუწყება გაზეთი New York Times.
ოფიციალური პირები იუწყებიან რომ პროექტის მიხედვით კიბერთავდასხმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე განხილული იქნება, როგორც თავდასხმა სახელმწიფოზე, ამერიკის შეერთებულ შტატებს საპასუხოდ ექნება უფლება თავდამსხმელის მიმართ გაატაროს ეკონომიკური სანქციები, განახორციელოს საპასუხო კიბერთავდასხმა ან სამხედრო დარტყმა.
პროექტიზე მუშაობის დაწყების მიზეზი გახდა ვირტუალური კრიმინალების თავდასხმა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროზე და კომპანია Lockheed Martin-ზე.
სავარაუდოდ დღევანდელი მოვლენები დააჩქარებს ზემოთხსენებული პროექტის დაკანონებას.
პენტაგონის მოხსენება ამ თემაზე უახლოეს კვირებში ამოქვეყნდება.
31 მაისს ჯურნალისტებთან შეხვედრაზე პენტაგონის პრესმდივანმა დეივ ლაპანმა განაცხადა: ,, ამერიკის შეერთებული შტატების რეაქცია კიბერთავდასხმაზე არ იქნება მხოლოდ კონტრთავდასხმა, განხილული იქნება ყველა შესაძლო ვარიანტი".