აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერის სერგეი ბაღაფშის დაკრძალვაზე შესაძლოა რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ჩავიდეს. სეპარატისტულ აფხაზეთში, ბაღაფშის დაკრძალვისათვის უკვე ჩასულია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ნარიშკინი.
დღეს სოხუმის ფილარმონიაში სერგეი ბაღაფშის მოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ამის შემდეგ. მოსკოვის დროით 13:00 საათზე სერგეი ბაღაფშის კუბოს, საპატიო ყარაულის თანხლებით, სოხუმის სანაპიროზე, ქუჩებში გაატარებენ. სამგლოვიარო პროცესია "წითელ ხიდამდე" ფეხით მივა. ამის შემდეგ მას ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯგერდაში წაასვენებენ სადაც დაკრძალვის ცერემონიალი გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ სერგეი ბაღაფში 29 მაისს მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.