დღეს, 2 ივნისს ART HALL-ის დარბაზში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფესტივალის დასკვნითი ცერემონიალი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ხალხისთვის საყვარელი მომღერლები და საუკეთესო მუსიკალური, საბავშვო და ახალგაზრდული ჯგუფები.
1-ლი ივნისი ბავშვთა საერთაშორისო დღედ 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა. 1950 წლიდან ეს თარიღი ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისთვის.