დღეს, 2 ივნისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება VI საერთაშორისო ფესტივალის "აღდგომიდან ამაღლებამდე" დასკვნითი კონცერტი, სადაც სხვა ნაწარმოებებთან ერთად შესრულდება სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ნაწარმოების "SANCTUS" პრემიერა.
მონაწილეობენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრისა და კაპელის სოლისტები: ნონა კორიფაძე, ინგა ჯახუტაშვილი ირაკლი კახიძე, ზაზა ხამათაშვილი, ნინო უშიკიშვილი, ირმა ჟღენტი, ლია ჯაში, იმედა მამალაძე და მიხეილ გასპარიანი. დირიჟორები: დავით მუქერია და ზვიად ბოლქვაძე.