ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს, 1 ივნისს აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით და გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილ 200- მდე ბავშვს უფასო სამედიცინო - პროფილაქტიკური გამოკვლევა ჩაუტარდა.
პროფილაქტიკურ გასინჯვებში მონაწილეობა მიიღო გ .ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ექიმ - სპეციალისტებმა.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავჯდომარე გიორგი ბარამია დაესწრო.
,, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პატარებზე ზრუნვა, რადგანაც ჯანმრთელი მომავალი თაობა არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერე" - განცხადა გიორგი ბარამიამ.