დევნილთა სამინისტროსა და კომპანია "ნიკორას" ორგანიზებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დევნილი ბავშვებისთვის აქცია გაიმართა. ღია ავტობუსით თბილისში ექსკურსიის შემდეგ მასპინძლებმა ბავშვებს კინოთეტრში უმასპინძლეს.
აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები "3 D" ფორმატის ფილმის "კარიბის ზღვის მეკობრეები" ჩვენებას დაესწრნენ. აღნიშნული ფილმი სწორედ ბავშვების თხოვნის საფუძველზე შეირჩა.
"სხვადასხვა საბავშვო ღონისძიებაზე ხშირად გვეპატიჟებიან. სამინისტრო სხვადასხვა საბავშვო ფილმის პრემიერაზედაც ხშირად გვიწვევს. ამ ფორმატის ფილმი არ გვქონდა ნანახი და ძალიან მოგვეწონა, ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს ფილმის მონაწილეები ვიყავით. გვიხარია, რომ მსგავს ღონისძიებებს გვიწყობენ", - აღნიშნეს დევნილებმა.
სამინისტროს ორგანიზებით დევნილი ბავშვებისთვის მსგავსი აქციები ხშირად იმართება. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილტა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ ბასილიამ აღნიშა, სხვადასხვა ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები კიდევ არაერთ საქველმოქმედო პროექტში მიიღებენ მონაწილეობას. მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველა იმ კომპანია, ვინც დევნილ საზოგადოებას ეხმარება.