ხვალ, 2 ივნისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის რიგგარეშე საერთო კრება გაიმართება.
კრებაზე განხილული იქნება საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსის ძირითადი პრინციპები და დებულებები. კრებაზე სიტყვით გამოვა შემოსავლების სამსახურის უფროსი ჯაბა ებანოიძე. კრება განიხილავს საკითხს პალატის გამგეობის შემადგენლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანასთან დაკავშირებით.
კრების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა, ბიზნესომბუდსმენი გიორგი პერტაია, ასევე კომპანიების და ორგანიზაციების წარმომადგენლები ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონიდან.