1-ელ ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე  15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 350-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. 
აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 23 400 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.330%-ით,  მაქსიმალური 9.480%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.437%-ით განისაზღვრა.