"საქართველოს ბანკმა", American Express Global Network Services (American Express გლობალური ქსელის მომსახურება) მარკეტინგის დაჯილდოების ფარგლებში, გაიმარჯვა ნომინაციაში "ლოიალურობისა და ჩართულობის საუკეთესო პროგრამები", "საქართველოს ბანკის" დაჯილდოების პროგრამისთვის Membership Rewards. ამ კატეგორიაში გამარჯვება ნიშნავს მომხმარებლისთვის სასარგებლო ურთიერთობების არსებობას, ბარათის გამოყენების თვალსაზრისით, მომხმარებლის სწორი ქცევის ჩამოყალიბებას, ასევე ბარათის განახლების კარგი მაჩვენებლის არსებობას.
"საქართველოს ბანკი" ასევე საპატიოდ მოიხსენიეს, ნომინაციაში "ახალი ბარათის საუკეთესო გამოშვება", American Experss Blue Card-ის გამოშვებისთვის. ეს ნომინაცია გულისხმობს ფინანსური ინსტიტუტის მიერ მომხმარებლისთვის ღირებულ შეთავაზებას, American Express ბრენდის პრემიალური პოზიციონირებისა და მაღალეფექტური დისტრიბუციის სტრატეგიის დანერგვას, მომხმარებლისთვის საუკეთსო ბენეფიტების შეთავაზებას.
American Express მარკეტინგის ჯილდოები არის American Express გლობალური ქსელის მომსახურების პარტნიორების დაჯილოდეობის ნაწილი, რომელიც აღნიშნავს პარტნიორების გამორჩეულ მიღწევებს სხვადასხვა ნომინაციაში. ყოველ წელს 129 ფინანსურ ინსტიტუტს შორის (131 ქვეყნიდან) სახელდებიან გამარჯვებულები და საპატიო ხსენების მფლობელები.
"მოხარული ვარ, რომ "საქართველოს ბანკი" გამარჯვებულად დასახელდა, ჯილდოზე წარდგენილ ბევრ კომპანიას შორის. ხსენებული ჯილდოს მიღება აღნიშნავს ბანკის მიერ მომხმარებლისთვის გადახდის გამორჩეული საშუალებების შეთავაზებას და მომხმარებლის საუკეთესო ბენეფიტებით უზრუნველყოფას", - განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.