1-ელ ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კომპანია "ნატახტარი" გამართავს ლიმონათის აქციას თბილისელი პატარებისთვის. 16:00 საათიდან თბილისის სხვადასხვა უბანში იმოძრავებს ანიმატორებით, ზღაპრის გმირებით და საჩუქრებით დატვირთული ნატახტარის ლიმონათის სპეციალური ავტობუსი, რომელიც გაჩერდება სკვერებში, პარკებში თუ სხვა ხალხმრავალ ადგილებში, მოეწყობა მცირე დღესასწაული გამვლელი ბავშვებისთვის. ავტობუსი დაიძვრება კუს ტბის ასახვევიდან და საღამოს 23:00 საათამდე ივლის თბილისში.
აქციის განმავლობაში ბავშვებს გაართობენ კლოუნ-ანიმატორები და ზღაპრის პერსონაჟები: ჩექმებიანი კატა და "მონსტრების კორპორაციის" გმირი სალივანი. ისინი პატარებს დაურიგებენ "ნატახტარის" ლიმონათს, ქუდებს, ბუშტებს და სხვა სასიამოვნო საჩუქრებს.
კომპანია "ნატახტარი" მთელი ზაფხულის განმავლობაში გეგმავს ანალოგიურ აქციებს.