დღეს, 23:30 საათზე, ახალგაზრდა "თავისუფალი დემოკრატები" საქართველოს პარლამენტისის წინ გამართავენ აქციას სახელწოდებით "არა ძალადობას!". ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატები 26-მაისის დარბევას გააპროტესტებენ.
"ჩვენი მოქალაქეების გარდაცვალებიდან მე-7 დღეა და ახალგაზრდებს გვინდა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა გარდაცვლილთა ხსოვნის მიმართ და ამავე დროს ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ 26 მაისი არის დღე, რომელსაცსაზოგადოება არასოდეს არ დავივიწყებთ, როგორც დღეს, როცა ხელისუფლებამ მოაქალაქეებზე არნახული ძალადობა იხმარა.ყველა ფაქტი უნდა იქნას გამოძიებული და უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე", - აცხადებს ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატების ლიდერი სულხან ღლონტი.