დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს ნინო ბურჯანაძის განცხადებით ბადრი ბიწაძის ადვოკატს ლევან სამუშიას მუშაობის საშუალება არ ეძლევა
"ადვოკატ სამუშიას შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების ჩატარების საშუალება არ ეძლევა. საქალაქო სასამართლოში უკვე საათნახევარია რაც არ უშვებენ. არ პასუხობენ კანცელარიაში, რომ მასზე საშვი დაუშვან. არ პასუხობს გამომძიებელი კახა სირაძეც. ის საათნახევარია დარბის მთავარ სამმართველოსა და საქალაქო სასამართლოში, რომ შესაბამისი პროცედურები ჩაატაროს, თუმცა მას ამის შესაძლებლობა არ ეძლევა. ჩვენ კიდევ ერთი საათი გვაქვს დაახლოებით ადვოკატის აყვანის ვადის ამოწურვამდე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამას არანაირი აზრი არ აქვს. სამუშია იყო საქალაქო სასამართლოში და მან დააფიქსირა რომ ვადის ამოწურვამდე ის მუშაობას უკვე შეუდგა", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მან ჟურნალისტებს მოასმენინა სატელეფონო საუბარი მასსა და სამუშიას შორის, სადაც სამუშია განმარტავს, რომ ის თავის საქმიანობას ვერ ასრულებს.