პაციენტის მიმართ გულგრილობის გამო ექიმი დაისჯება. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა. ჯანდაცვის სამინისტრო უკვე მუშაობს ახალ კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, არაპროფესიონალი ექიმის გამო პაციენტის დაზარალების ან გარდაცვალების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობა დაჯარიმდება, ხოლო ექიმს ლიცენზია ჩამოერთმევა.
„ექიმის არაკვალიფიციურობის გამო პაციენტის დაზარალების ან გარდავცალების შემთხვევაში, არა მხოლოდ ექიმი დაისჯება, არამეს კლინიკის ხელმძღვანელობასაც დაეკისრება ფულადი სანქცია", - განაცხადა ურუშაძემ.
მისივე თქმით, კლინიკებისთვის მოტივაცია გახდება ის, რომ დაწესებულებაში მაღალკვალიფიციური კადრები აიყვანოს.