"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლება მათ იმიტომ ვერ აპატიმრებს, რომ ამაზე მთელი მსოფლიო აყვირდება. ეს განცხადება ბურჯანაძემ "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოსა და სათათბირო კომიტეტის სხდომის დაწყებამდე გააკეთა, რომელიც სასტუმრო "ვერე პალასში" რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
მისი თქმით, თუ ხელისუფლება, რასაც ამბობს 1 პროცენტით მაინც არის მართალი, ის უნდა დააპატიმრონ.
"ყველა ჩვენი მომხრე მზად არის პირადად გამოცხადდეს პოლიციაში. ჩვენ არავის ვემალებით. სამართლებრივი საფუძველი იმ ადამაინების მიმართ რომლებიც ხელისუფლებამ უკანონოდ დააკავა ან ძებნა გამოაცხადა არ არსბეობს", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, სამართლებრივად არ არის სწორი, როდესაც ხელისუფლება რომელიმე პირს, კონკრეტულად კი ბადრი ბიწაძეს გირაოს სთავაზობს.
"მსგავსი რამე საქართველოში არ მომხდარა. გირაო უნდა შესთავაზოს უჭვმიტანილმა მხარემ და არა სასამართლომ. მსგავსი ფაქტიდან ჩანს, რომ განსაკუთრებული შემთხვევა გვაქვს, რადგან არ შესთავაზეს იმ პირებს გირაო რომლებზეც უკანონო ძალადობა განაოხრციელეს. ეს სამართლებრივი დევნა კი არა პოლიტიკური დევნაა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სახალხო კრების მხარდამჭერები არიან და ქვეყანში სამართლიანობისთვის იბრძვიან", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძე არ ასახელებს ზუსტად სად იმყოფება მისი მეუღლე. მისი თქმით, მან არ იცის დატოვა თუ არა მან ქვეყნის საზღვრები და ამის გასარკვევად ჟურნალისტებს მოუწოდა რომ შსს-ს მიმართონ.