„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის წევრებმა და ახალგაზრდა „ქრისტიან-დემოკრატებმა" ბავშვთა დაცვის დღე ინკლუზიური ცენტრის „თანას" აღსაზრდელებს მიულოცეს.
გიორგი თარგამაძის პოლიტიკური გუნდის წევრებმა პატარებს საჩუქრად სათამაშოები, წიგნები და მაგნიტოფონი გადასცეს.
„კმაყოფილი ვართ თუ დღევანდელი სტუმრობით შევძელით ცოტათი მაინც გაგველამაზებინა ბავშვების ცხოვრება. მომავალშიც შევეცდებით ყურადღება და მზრუნველობა არ მოვაკლოთ მათ" - აღნიშნა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელმა მაგდა ქობულაძემ.