თბილისის მერიამ ავტობუსების გაჩერებებზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსების გადაადგილების მაჩვენებელი ელექტრონული დაფების მონტაჟი დაიწყო.
პირველ ეტაპზე, ქალაქში 20 ელექტრონული მაჩვენებელი დამონტაჟდა. აგვისტოს ბოლომდე კი, მგზავრებით ყველაზე მეტად დატვირთულ 450 გაჩერებაზე მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, ზუსტად განსაზღვროს სასურველი მარშრუტის მოსვლის დრო.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ გაჩერებაზე დამონტაჟებული ელექტრონული დაფა თავად დაათვალიერა და მის მუშაობას დააკვირდა.