საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით კუბის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე კუბელ კოლგეას, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერსა და კულტურის მინისტრს შეხვდება.
ვაშაძის კუბაში ვიზიტი 4 ივნისს დასრულდება.