აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ, უარი განაცხადა ქვეყნის დაკრედიტების ლიმიტის 2,4 ტრილიონი აშშ დოლარით გაზრდაზე.
კონგრესის 318 დეპუტატს შორის, რომლევბმაც მხარი არ დაუჭირეს კანონპროექტის მიღებას არიან როგორც „რესპუბლიკური" ასევე „დემოკრატიული" პარტიის წარმომადგენლებიც. იმ შემთხვევაში თუ 2 აგვისტომდე დაკრედიტების ლიმიტის ზრდის საკითხი არ გადაწყდება აშშ ვერ შეძლებს ვალდებულებების შესრულებას. ამჟამად, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია სენატის წევრებთან ერთად ამზადებს პროექტს, 1 ტრილიონი სესხის თაობაზე, პარალელურად კი „რესპუბლიკური" პარტიის წარმომადგენლები, ბიუჯეტი ხარჯები შემცირებას ითხოვენ.