ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში არა-ერთი კულტურულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა. ბესიკის პარკში ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების მოზარდებს მასპიძლობდა.ნიღბების თეატრის მსახიობებმა პატარების საყვარელი ზღაპრების პერსონაჟები გააცოცხლეს. ქუთაისის პირველმა პატაებს ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე სპეციალურად მათთვის დამზადებული ორმეტრიანი ტორტით და ტკბილეულით მიულოცა. დღეს ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, გასართობ პარკში პატარები მათთვის სასურველ ატრაქციონებზე უფასოდ და ულიმიტოდ გაერთობიან.
დღესვე ქალაქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა თემურ ცამციშვილმა კომპანია მაკდონალდცის წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისის #4-ე ბაგა-ბაღის ინკლუზიური ჯგუფის აღსაზრდელები მოინახულა. უნარშეზღუდული მოზარდები სხვადასხვა სახის ტკბილეულითა და სათამაშოებით დაასაჩუქრეს.
ქუთაისის სპორტის სასახლეში კი ამ წუთებში ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს შორის სპორტული პაექრობა მიმდინარეობს. მხიარული სტარეტების გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები და სპეციალური დიპლომები გადაეცემათ.
დღის ბოლოს კი სპეციალურად პატარებისთვის ბესიკის გასართობ პარკში ჯგუფ ~ოჩოს ქოხის~ კონცერტიგაიმართება.