მიმდინარე კვირაში, იემენის სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის მომხდარ შეტაკებებს 50 ადამიანი ემსხვერპლა. გუშინ მომხდარ შეტაკებას 8 ადამიანი ემსხვერპლა.
ყველაზე ძლიერი შეტაკებები იემენის ქალაქ ტაიზში ხდება. გარდა მსხვერპლისა, არიან დაშავებულები და ასობით დაკავებულები.
გაერო იემენის ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს ძალადობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ. გაერო ასევე მოითხოვს, რომ ორივე მხარემ შეწყვიტოს ცეცხლი.
შეტაკებები იემენში რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. დემონსტრანტები პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის მმართველობის დასრულებას მოითხოვენ.